
როგორ აშუქებს ქართული და ჩინური პროპაგანდისტული მედია რუსეთ-უკრაინის ომს და მასთან დაკავშირებულ ამბებს
მედია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია პროპაგანდისტული მესიჯებისა და დეზინფორმაციის მარტივად გავრცელებისთვის, რადგან მას მაყურებელზე მანიპულაცია, საკმაოდ მარტივად შეუძლია. 21-ე საუკუნეში ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივია, მანიპულაციის მეთოდები და მექანიზმები კი ბევრად კომპლექსური გახდა.
ვცხოვრობთ რეალობაში, რომელშიც მმართველი ხელისუფლება სოციალურ მედია არხებს მათი სარგებელისა და მოტივების წარმოსაჩენად იყენებენ. ქართულ სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში რუსეთ-უკრაინის ომი საკმაოდ ხშირად შუქდება და ერთ-ერთი წამყვანი თემაა. შესაბამისად, ფრონტის ხაზიდან სიახლეები, ხშირად გაჯერებულია დეზინფორმაციით.
სწორედ მსგავსი სახისა და ტიპის დიზონფორმაციაზე საუბრობს ინტერვიუში მაიკო რატიანი
საქართველოს მმთართველი ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე, ქართულ მედიაში რეალობის გაშუქების თვალსაზრისით მრავალი გამოწვევა დგას, არსებობენ არხები, რომლებიც გამოირჩევიან პრორუსული მესიჯებითა და დეზინფორმაციის საკმაო ხშირი გავრცელებით, რომელთა შორის ყველაზე დიდი მაყურებელი ჰყავს იმედი ტვ-ს, სეზონი ტვ-სა და პოსტ ტვ-ს.



იმედი ტვ

ტელეკომპანია იმედი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საკმაოდ ხშირად, თითქმის ყოველდღიურად აწვდის მაყურებელს ინფორმაციას. დამოუკიდებელ მედია-საშუალებებში არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის კრიზისი კი კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხერხდება ეს უკანასკნელი იმედის მიერ, განსაკუთრებით მსგავსი სიხშირით და ინტერვალით.
მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის თუ რა შინაარსით, კერძოდ რამდენად სწორად ხდება ინფორმაციის მაყურებლისთვის მიწოდება. მათთვის რთულია დიდი რაოდენობის სიახლის გაფილტვრა, ეს კი მოტყუების, ზეგავლენის მოხდენის და მანიპულაციის კარგ საშუალებას იძლევა. ერთი შეხედვით, ‘სიმართლეს’ აშუქებენ, თითქოს ყველაფერი ქართულად ‘შესაბამისად’ ითარგმნება, თუმცა შეფარული მესიჯები და სტატიის სათაურები მანიპულირებენ მკითხველზე. კარგად ჩაძიების შემდგომ სტატიებში მარტივია მათი სუბიექტური აზრებისა და მოტივების ამოკითხვა. არც ისე იშვიათია კონტექსტის დამახინჯება და ინფორმაციის არასრულად მიწოდება. იმის გათვალისწინებით, რომ ომთან დაკავშირებით იმედის ტელევიზიას საკმაოდ დიდი არქივი აქვს და დიდი რაოდენობის მასალის დამუშავება-გააზრება სირთულეს წარმოადგენს, ფოკუსი გაკეთდება 2025 წლის ივლისის თვის სიახლეებზე. ამ სტატიებში მარტივი ამოსაკითხია მანიპულაციური მესიჯები და დამახინჯებული ფაქტები.
დაკვირვებისა და გამოძიების შემდგომ, მკითხველი შეამჩნევს, რომ იმედს თავიანთ ოფიციალურ გვერდზე არც ერთი ნიუსი არ აქვს სახელად - „ვითარება რუსეთში“, თუმცა ნიუსები - „ვითარება უკრაინაში“ ჯამში 181-ჯერ აქვთ გაშუქებული, იმედის მაყურებლებმა შეიძლება იცოდნენ რა მდგომარეობაა უკრაინაში, თუ, რომელი ტერიტორიების ოკუპირებას ახდენს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო ეს ინფორმაცია რუსეთის შემთხვევაში არ ვრცელდება, ცდილობენ, არ წარმოაჩინონ რუსეთი დასუსტებულ მხარედ. ამის დემონსტრირებას ახდენს თუნდაც 14 ივლისს მათი ნიუსი, სახელწოდებით - „ვითარება უკრაინაში“



არხი საკმაოდ ხშირად ციტირებს უნგრეთის პრემიერ მინისტრის - ვიქტორ ორბანის გამოსვლებს. აღნიშნული ფიგურა ევროკავშირში ცნობილია პრორუსული განწყობებით, ასევე უნგრეთიც საგრძნობლად დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე. შესაბამისად, ორბანი ხმამაღლა ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებიდან, ერთადერთია, რომელმაც საქართველოს არალეგიტიმურ პრემიერ მინისტრ - ირაკლი კობახიძეს უმასპინძლა 2025 წელს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ირაკლი კობახიძემ სწორედ, უნგრეთში გამოსვლის დროს, რომელსაც ვიქტორ ორბანიც ესწრებოდა, პირველად, საერათშორისო არენაზე გამოიყენა ტერმინი - „დიფ სთეითი“

იმედის 10 ივლისის სტატიით სადაც, ვიქტორ ორბანის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტია ნათარგმნი, ნათელია, როგორ აბრალებენ რუსეთ-უკრაინის ომს ევროპის პრობლემებს, მეტად კი უკრაინას. როგორც სტატიიდან იკითხება, კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორბანს ომის შეწყვეტაზე კატეგორიული უარი განუცხადა.
სტატიაში არ არის პოსტის ლინკი, მაყურებელს არ აქვს წვდომა ვიქტორ ორბანის ოფიციალურ სტატუსზე. გარდა იმისა, რომ აღწერაში ლინკი არაა, რაც უკვე პრობლემაა, გამოშვებაში ჩანს ამ პოსტის სქრინი, რითიც ვრწმუნდებით, რომ ქართული თარგმანი აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს. ორიგინალ პოსტში საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე საერთოდ არ არის ნახსენები უკრაინის პრეზიდენტი - ზელენსკი, და მითუმეტეს ის, რომ ცეცხლის შეწყვეტას მან კატეგორიული უარით უპასუხა. შესაბამისად, მაყურებელს არა მხოლოდ ოფიციალურ პოსტზე არ აქვს წვდომა, არამედ დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდება.

შემდგომი სიახლეც ვიქტორ ორბანს ეხება. ივლისის გადაცემაში აშუქებენ მის ინტერვიუს, სადაც იმედის თარგმანით, პრემიერ-მინისტრი საუბრობს უკრაინაში იძულებით მობილიზაციაზე, დიდი რაონდენობით მსხვერპლზე, სამოქალაქო თავისუფლების უხეშ დარღვევაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, უკრაინის მხრიდან ომის პრაქტიკულად წაგებაზე და ამასთან ევროპის დამარცხებაზეც. იმედის ცნობით ორბანი ხაზს უსვამს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არამზაობაზე, ბრიუსელის მხრიდან საღი აზრის ნაკლებობაზე იმ შემთხვევაში, როცა ის გამარჯვებაზე საუბრობს. სტატიაში ამჯერადაც არაა მითითებული ინტერვიუს ლინკი, რაც ზღუდავს მკითხველის ოფიციალურ მასალაზე წვდომას. ამ მიზეზით ვერ ხდება ინფორმაციის გადამოწმება და თარგმანის სიზუსტის დადგენა. საერთო ფონს თუ შევაფასებთ, სიახლე ნამდვილად აძლიერებს ანტი-ევროპულ განწყობებს, ცდილობს ევროპა და უკრაინა დასუსტებულ და დამარცხებულ მხარედ წარმოაჩინოს, მაშინ როცა რუსეთის გამარჯვებას უსვამს ხაზს და მათი მხრიდან არსებულ არანაირ დანაკარგზე აქცენტი არ კეთდება.

ივლისის მესამე სტატია გაკეთდა თემაზე - „იძულებითი მობილიზება უკრაინაში“, სადაც ვიქტორ ორბანი კვლავ ბრალს სდებს უკრაინას, თუმცა ამის რეალური წყაროები არსა დ არ ჩანს.

4 ივლისს ავრცელებენ ნიუსს, სადაც ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრის სტატუსის მიხედვით (რომელიც განთავსდა X-ზე) ამერიკის მიერ მიწოდებულ იარაღას უკრაინა შავ ბაზარზე ყიდის, ხოლო მილიარდობით დოლარს კი ათეთრებს, როგორც პოსტი, ასევე ნიუსი არც ერთ ვალიდურ წყაროს არ ეფუძნება, და არანაირი ლინკით არ დასტურდება ეს ინფორმაცია. ამის თარგმნა კი უბრალოდ მაყურებლის სიცრუეში შეყვანაა, და ოფიციალურად კიევისათვის უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება.

ოფიციალური, ორიგინალი წყაროდან უბრალოდ ნათარგმნი აქვთ ინფორმაცია, სიუჟეტში ტექსტი ჩანს, რომელიც საკმაოდ მოკლეა.
არანაირ კვლევებსა და ოფიციალურ წყაროებს არ ეფუძნება, როგორც რეალური კვლევა, ასევე იმედის სიუჟეტი, რაც უკვე სტატიის სისწორეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აღსაღნიშნავია ისიც, რომ ბოლო თვეებში, განსაკუთრებით ქართულ წყაროებში, საკმაოდ ხშირად ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის საწინააღმდეგოდ გაავრცელონ დეზინფორმაცია.

სიუჟეტში განხილულ ინფორმაციებს/სათაურებს არ ახლავს არანაირი დამადასტურებელი ლინკები. მაყურებელს კი შეიძლება შეექმნას არასწორი შეხედულება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ამ აქციების შესახებ იმედი ტვ-იმ შემდგომ კვლავ ოთხი სიუჟეტი გაუშვა: 23, 24 და 25 ივლისს, რათა მაქსიმალურად გამახვილებულიყო ყურადღება უკრაინაში არსებულ რთულ და მძიმე ვითარებაზე.
“რუსეთმა კიევის რამდენიმე რაიონს რაკეტებითა და დრონებით შეუტია” - ამ ტიპის სათაურების შერჩევით, ტელეარხი ცდილობს წარმოაჩინოს რუსეთის სიძლიერე და მათი წარმატებული მოქმედებები, მაშინ, როდესაც ტელეარხი ცდილობს უკრაინასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის არასანდო წყაროებიდან გაავრცელოს დეზინფორმაცია და ძირითადი აქცენტი მათ დანაკარგებსა და დაშავებულებზე გააკეთოს, რაც მაყურებელს უქმნის “გამარჯვებული” რუსეთის ილუზიას.
“ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამო, ამერიკა რუსულ სასუქზე უფრო მეტად დამოკიდებული გახდა”. სიუჟეტში მხოლოდ ერთი სტატიის სქრინები აქვთ კვლავ გამოყენებული, რომელიც არ არის ცნობილი თუ რამდენად სწორი და ობიექტური შეიძლება იყოს, რომელ ინფორმაციას ან კვლევებს ეფუძნება, თუმცა ამ სტატიის მთავარი მიზანია კვლავ წარმოაჩინოს რუსეთის სიძლიერე და დომინაცია საერთაშორისო არენაზე.
ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ უსვამენ ხაზს სათაურში “დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამო”, რითიც მაყურებელს შეიძლება შეექმნას იმის ილუზია, რომ ამას ტრამპი რუსეთისა და პუტინის მხარდასაჭერად აკეთებს, რაც, თავისთავად, მოიაზრებს ტრამპის პუტინთან თანამშრომლობას.
23 ივლისის გამოცემაში, რუსეთის წარმატებულ საზღვაო წვრთნებზე აკეთებენ აქცენტს, სადაც მეტად ხაზი ესმება მათ წარმატებას,წინსვლასა და სიძლიერეს. მაშინ როდესაც, უკრაინა კვლავ მხოლოდ ნეგატიურ ან დანაკრგების ჭრილში არის მოხსენიებული.
თუმცა კვლავ ყველანაირი წყაროს გარეშე, სავარაუდოა, რომ ინფორმაცია რუსული წყაროებიდან გადმოიტანეს, რაც ეჭვქვეშ აყენებს ინფორმაციის სისწორესა და ობიექტურობას.

საბოლოოდ, ტელეკომპანია იმედის ნიუსებში ვხედავთ, რომ აქცენტი მუდმივად, უკრაინის დაშავებულებზეა, უკრაინაში არსებულ ყოველდღიურ ვითარებაზე, რომელშიც შეიძლება იყოს სხვადასხვა დაძაბულობა, არეულობა და კონფლიქტი, მათი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა ეს იმედის მაყურებლამდე ძირითადად ნეგატიური სახით, დამახინჯებულად და რეალური ფაქტების გადამოწმების გარეშე მიდის.
უკრაინა წარმოჩენილია როგორც დასუსტებული და დამარცხებული ქვეყანა, რომელსაც ევროპის ქვეყნები აკრიტიკებენ - გამორჩეულად კი უნგრეთი და მისი პრემიერ მინისტრი - ვიქტორ ორბანი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ანტი ევროპულ და ანტი უკრაინულ განწყობებს, რაც ასევე მიემართება ზელენსკის და ცდილობენ მის საწინააღმდეგოდ ააგორონ სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია.
მაშინ, როდესაც რუსეთთან დაკავშირებით ეს აბსოლუტურად საპირისპიროდ ხდება, ძირითადი აქცენტი მათ წარმატებულ სპეცოპერაციებზეა, ქვეყნის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი, არ არის არანაირ ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენილი. პირიქით, იგი დახასიათებულია, როგორც საკმაოდ ძლიერი და მამაცი ლიდერი, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მტკიცე წინააღმდეგობას უწევს დონალდ ტრამპს, რომელსაც არ უშინდება და „ემორჩილება“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკმაოდ რთულია ენდო ტელეკომპანია იმედს, ამ ნიუსებსა და საკითხებში, რადგან, თითქმის არასდროს ადასტურებენ ინფორმაციას სხვადასხვა ვალიდური წყაროებით, ლინკებითა და არგუმენტებით, ან აძლევენ საშუალებას მკითხველს, ჰქონდეს ოფიციალურ წყაროზე წვდომა. ასევე აზიარებენ, მხოლოდ მათთვის მოსაწონ წყაროებს, იწვევენ ექსპერტებს.
სეზონი ტვ იმედთან შედარებით, ნაკლებად არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებით, თუმცა პერიოდულად ისიც აწვდის მაყურებელს სიახლეებს.
განხილული იქნება სეზონი ტვ-ის რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქების ივლისის თვის (2025), თითქმის ყველა ნიუსი.


ვრცელდება მსგავსი სტატია, რაც მხოლოდ და მხოლოდ არის ცილისწამება, სიცრუე, და მცდელობა მანიპულაცია მოახდინონ მაყურებელზე. “ამის შესახებ ტელეარხ „Россия 1“-ის გადაცემაში „60 წუთი“ განაცხადა “ახმატის” დანაყოფის მეთაურმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა აპტი ალაუდინოვმა.” ლინკი არ არის მითითებული, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის მხრიდან არის დამოწმებული, სადაც უკრაინას “სატანისტ” მხარედ წარმოადგენენ, ამით მანიპულირება კი ქართველი მაყურებლებისთვისა და მკითხველებისთვის საკმაოდ მარტივი და სენსიტიური თემაა, თვითონ სტატიაც ერთი ადამიანის მოსაზრების წარმოჩენაა, რომელიც არ იშველიებს არანაირ ფაქტებსა და არგუმენტებს ამ "თეორიის" გასამყარებლად.
მსგავსი სტატიებით წარმოაჩენენ უკრაინის მხარეს, სადაც ძირითადად ევროპასა და ევროკავშირსაც რევენ, როგორც ჩანს უარყოფითი და მანიპულაციური ძალებით, ხოლო ამის შემდგომ კი ისეთი სტატიები იქნება წარმოდგენილი, სადაც რუსეთის მხარესა და მის წარმატებას, სიძლიერეს აშუქებენ, რაც ადასტურებს არხის მიკერძოებას.





სტატიაშივე ვხედავთ, როგორ სტილს იყენებენ მწერლები “ულტიმატუმებს” - ეს ე.წ. ულტიმატუმები რეალურად შეთანხმებებია, რომელმაც უნდა დაასრულოს ომი და მოიტანოს მშვიდობა, რასაც რეალურად, სწორედ ვლადიმერ პუტინი ეწინააღმდეგება და თითქოს იგი ემზადება “გაჭიანურებული ომისთვის”, რომელიც თავდაპირველადვე თვითონ დაიწყო და ახლა მის შეწყვეტას თვითონვე არ უჭერს მხარს და ამისთვის არაფერს აკეთებს.
სათურიდან გამომდინარე შეიძლება აღიქვას, რომ თითქოს ტრამპს ბრალდება ეს ყველაფერი.
“იტყობინება „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც ამბობენ, რომ პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკა და სამხედრო ძალები საკმარისად ძლიერია, რათა გაუძლოს დასავლურ ნებისმიერ დამატებით ზომებს.” რეალურად ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, და მას ძირითადად, ფარულად, ჩინეთი ეხმარება.
სათაურიდან გამომდინარე, ისეთი სურათი იხატება, რომ თითქოს ინდოეთი ამერიკის წინააღმდეგ წავიდა და რუსეთს დაეხმარა, არსებული წინაღობების მიუხედავად, სტატიაშიც, რუსეთისა და ინდოეთის დროშები ერთად არის, რაც იმის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თითქოს ისინი მოკავშირეები არიან და ინდოეთი რუსეთს ამ ომში მხარს უჭერს, რაც ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
ამიტომ სურათიც გარკვეული მიზნებისთვის აქვთ წარმოდგენილი, რაც მკითხველს უბიძგებს არასწორი ინტერპრეტაციების შექმნისაკენ, თუმცა სტატიაში მოჰყავთ უკრაინული და ინგლისური წყაროები, საიდანაც ინფორმაცია არის გადმოტანილი, წყაროები რამდენად ვალიდურია არ ჩანს, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეუტერსის სტატიას ამოწმებს სეზონი ტვ
ინდოეთის შემდეგ ცდილობენ რუსეთისა და აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეობა წარმოაჩინონ. სტატიში ვხვდებით - “რუსეთი აგრძელებს ეკონომიკური კავშირების მხარდაჭერასა და განვითარებას აზერბაიჯანთან და მათი გაწყვეტით არავინ არის დაინტერესებული, მიუხედავად ბოლო დროის გარკვეული სირთულეებისა”. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ტელეკომპანია „Россия 1“-თან ინტერვიუში განაცხადა” ამას, როგორც ჩანს მხოლოდ რუსული მხარე ადასტურებს, სტატიაში არ არის ინტერვიუს ლინკი, არ არის ხელმისაწვდომი ოფიციალური წყარო, “მისივე თქმით, მართლაც, ბოლო პერიოდში რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებული ვითარება საკმაოდ რთულია.” სეზონი ტვ კვლავ რუსეთის წარმომადგენლების ინტერვიუებს იშველიებს, სადაც ისინი ძირითადად ხაზს უსვამენ რუსეთის სიძლიერეს და იმას, თუ როგორ არ მუშაობს სანქციები მათ წინააღმდეგ, როგორ აქვთ საერთშორისო მხარდაჭერა, თუნდაც აზერბაიჯანისა და ინდოეთის მხრიდან.
უკრაინაზე ინფორმაცია საერთოდ არ ვრცელდება, მხოლოდ მაშინ, როდესაც საჭიროა, რომ ხაზი გაესვას მათ დანაკარგებს და სისუსტეს, ამით კი, საკმაოდ ბევრი შეიძლება ითქვას არხზე და მათ მოტივებზე.
დღის სტატიას აგვირგვინებენ, ვლადიმერ პუტინის გამოსვლითა და ციტატით, სადაც კვლავ ხაზი ესმება მათ სიძლიერესა და წარმატებულ სპეცოპერაციებს, თუმცა სტატიაში არ არის არანაირი ლინკი და წყარო დამოწმებული, საიდანაც ინფორმაცია არის გადმოტანილი, რაც დაადასტურებას მათ მორიგ "წარმატებას".
სტატიაში რამდენიმე გამოცემა არის მოყვანილი, თუმცა არც ერთის ლინკი არ არის მითითებული, ამიტომ ოფიციალური ლინკები არ ჩანს, ნახსენებია - L’Express, The Hill, The New York Times. “აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინაშე უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი დააყენა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Express-ი წერს.” “ამასობაში, გამოცემა The Hill-ი წერს, რომ “ტრამპის ამჟამინდელი პოლიტიკა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით წარუმატებლობისთვის არის განწირული.” “The New York Times-ის თანახმად, კი, რუსეთის ხელისუფლებას ამერიკის პირობები არ შეშინებია.”
ყველა მოცემული ინფორმაცია რეალურად, არ ვიცით, რამდენად ვალიდურ წყაროებზეა დაყრდნობილი, რამდენად სანდოა. ასევე შეიძლება სეზონი ტვ-იმ უბრალოდ სტატიის ნაწყვეტები თარგმნა, რაც რეალურად სწორია, თუმცა მხოლოდ ფრაგმენტებია ნათარგმნი. ამიტომ, შეიძლება კონტექსტი და შინაარსი მოგლეჯილი იყოს რეალობისგან, რაც სტატიაშია ნათარგმნი და ჩანს, მხოლოდ ის იკითხება, რომ ამერიკამ შეიძლება სანქციები საერთოდ არ დააწესოს, ხოლო არსებული სანქციები რუსეთისთვის არ მუშაობს, და მაინც ძლიერად რჩებიან რუსები, რაც ობიექტურ რეალობას არ ეფუძნება. ასევე ცდილობენ ტრამპის სუსტად წარმოჩენას, რომლის პოლიტიკა და მოქმედებები ვერაფერს აკლებს რუსეთს.
ტელეკომპანია სეზონი, ძირითადად, ცდილობს წარმოაჩინოს რუსეთის მხარე, მათი სტატიებიც, როგორც ჩანს ძირითადად რუსულ წყაროებს ეფუძნება, საიდანაც გადმოაქვთ რუსეთის წარმომადგენლების გამოსვლები და ინტერვიუები, რაც შეფარულად ევროკავშირის, ხოლო ცხადად კი უკრაინის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
საერთოდ არ არის წარმოდგენილი უკრაინის ამბები, უკრაინის წარმომადგენლის განცხადებები, რაც ნათლად ხსნის არხის დამოკიდებულებას ამ ორი ქვეყნის მიმართ. საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია იმედი და სეზონი, დაახლოებით ერთანირ სტრატეგიასა და მეთოდებს იყენებს რუსეთ-უკრაინის ომის გადმოსაცემად, ისინი ცდილობენ რუსეთის, როგორც კვლავ ძლიერი სახელმწიფოს წარმოჩენას, რომელზეც ვერ მოქმედებს სანქციები და რომელიც არ მარცხდება ამ ომში; ხოლო უკრაინასა და ევროკავშირს კი დასუსტებულ მხარეებად წარმოაჩენენ, რომლებიც ვერაფერს სჩადიან რუსეთის წინააღმდეგ.
უშუალოდ უკრაინაზე აქცენტი მხოლოდ მაშინ კეთდება, როდესაც საუბარია დაშავებულებსა და დაზარალებულებზე. ასევე მოჰყავთ რუსეთის წარმომადგენლის ციტატები, რაც ფარულად თესავს ანტიევროპულ განწყობებს. ამასთანავე აღნიშნული ტელეარხიც ხშირად იშველიებს უნგრეთის პრემიერ მინისტ ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილებებსა და გამოსვლებს, რომელსაც საჯაროდ გაცხადებული ევროკავშირის საწინააღმდეგო პოლიტიკა აქვს. შესაბამისად, აღნიშნული არხის პოლიტიკაც, იმედის ნარატივების იდენტურია, მიკერძოებული და არაობიექტურია.
ჩინური მედია - globaltimes.cn“Globaltimes” ჩინეთის მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული მედია საშუალებაა, რომელსაც გამოცემა აქვს როგორც ჩინურ, ასევე ინგლისურ ენებზე.
გააჩნია პროპაგანდისტული ელემენტები და ღიად მხარს უჭერს ჩინეთის მთავრობას, ეს ფაქტორი კი უკვე გარკვეულ მოლოდინებს აღძრავს, თუ როგორ შეიძლება აშუქებდეს რუსეთ-უკრაინის ომსა და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. განხილული იქნება გლობალთაიმსის 2025 წლის ათი დღის, 19 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით, ძირითადი სტატიები ამ თემასთან - ომთან დაკავშირებით, რადგან რაოდენობრივად ძალიან ბევრია.

ხოლო რა შეიძლება იმალებოდეს ჩინეთის მხრიდან ამ დეზინფორმაციაში, ამასთან დაკავშირებით ინტერვიუს მოვისმენთ, თინათინ ხიდაშელთან

(ჩინეთი გამოხატავს ძლიერ უკმაყოფილებას და მტკიცე წინააღმდეგობას ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სანქციების პაკეტში ორი ჩინური ბანკის შეყვანასთან დაკავშირებით). მოცემულ სტატიას არ ახლავს არანაირი ლინკი ან დამოწმებული წყარო. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, ჩინეთი არც ერთ მხარეს არ დახმარებია და არც ერთი მხარისთვის არ მიუწოდებია იარაღი, ასევე არც ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი არ არის, როგორც ზოგადად, ისე მოცემულ სტატიაში. არ ჩანს, თუ რეალურად, რატომ შეიძლება ევროკავშირი სანქციას უწესებდეს ჩინეთის ორ ბანკს, თუ საერთოდ ეს ინფორმაცია სწორია, თუმცა სტატიიდან გამომდინარე ეს თითქოსდა რუსეთის გამო ხდება.

(1980 წლის ოლიმპიური თამაშების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში სპორტული ფესტივალი გაიმართა). სტატიაში არანაირი ინფორმაცია არ არის მოცემული, მხოლოდ ფოტოებია გამოყენებული, სადაც ბედნიერი და მშვიდი ხალხი ჩანს, მოსკოვში იუბილეს აღნიშვნის დროს, ცდილობენ მკითხველებისათვის იმ ილუზიის შექმნას, სადაც თითქოსდა სრული სიმშვიდეა.

(ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ ჩინურ ბანკებსა და კომპანიებზე რუსეთის გამო დაწესებული სანქციები და განაცხადა, რომ ჩინეთი მტკიცედ დაიცავს თავის უფლებებსა და ინტერესებს). სტატია კვლავ ეხმიანება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, სხვების მსგავსად, მოცემულ სტატიაშიც კვლავ არანაირი ლინკი არ არის დამოწმებული. “EU's latest round of sanctions against Russia last Friday involving some Chinese-funded banks and five Chinese enterprises with the EU claiming these entities are related to Russia's special military operation in Ukraine” წინა სტატიაში ნახსენები იყო, მხოლოდ ორი ჩინური ბანკი, ხოლო ამ სტატიაში კი რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა და ინფორმაცია კვლავ დაუმოწმებელია. “On the Ukraine crisis, China has been committed to promoting peace talks” (უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთი მხარს უჭერდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს”).
აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იკვეთება - მედია რუსეთ-უკრაინის ომს, მოიხსენიებს “უკრაინის კრიზისად”, რაც მედიის მოტივებზე შეიძლება მეტყველებდეს და იმაზე, თუ, როგორ ცდილობენ ომის წარმოჩენას და დეზინფორმაციის გავრცელებას, მაყურებლის მანიპულაციას.

(ფოტოებში: დრაკონის ნავების ჩემპიონატი რუსეთში, მოსკოვში). ამ სტატიაშიც მხოლოდ ფოტოებია მოცემული, თუ როგორ კარგ დროს ატარებენ მოსკოვში, და როგორი სიმშვიდეა, თითქოს ომი რუსეთს საერთოდ არ ეხება და ოდნავადაც კი არ აზიანებს.

(ჩინეთის წარმომადგენელმა პარასკევს მოუწოდა გააგრძელონ ძალისხმევა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშესაწყობად). “China has always maintained an objective and impartial stance on the Ukraine issue and has been committed to promoting peace talks and a political solution. China has actively carried out diplomatic mediation and maintained effective communication with both Russia and Ukraine. China will, as always, play a constructive role in the political settlement of the crisis, said Geng.” (გენ შუანგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის იცავდა ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას უკრაინის საკითხში და აქტიურად ცდილობდა ხელი შეეწყო მოლაპარაკებებისათვის). „ჩინეთი, როგორც ყოველთვის, ითამაშებს კონსტრუქციულ როლს კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესში,“ – განაცხადა მან.” ნათელია, მედია, როგორ უწოდებს რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, როგორც “უკრაინის კრიზისს” ასევე ზოგად “კრიზისს”, რაც პირდაპირი დეზინფორმაცია და ფაქტების დამახინჯებაა.

(რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა). სტატიაში ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი: პირველ რიგში, რუსეთის მხრიდან დანაკარგი, მხოლოდ მაშინ გაშუქდა, როდესაც ეს “ინციდენტი” იყო, და მოხდა შემთხვევით და მეორე, როგორ ცდილობენ რუსეთის მთავრობის წარმოჩენას, როგორც მოქალაქეებზე მზრუნველი მთავრობის. “Governor Dmitry Demeshin said that each victim's family would receive 1 million rubles (12,500 U.S. dollars) in compensation, along with coverage of travel expenses to the crash site.” (გუბერნატორმა დიმიტრი დემეშინმა განაცხადა, რომ თითოეული დაღუპულის ოჯახს 1 მილიონ რუბლს (დაახლოებით 12,500 აშშ დოლარი) გადაუხდიან, აგრეთვე დაუფარავენ გზის ხარჯებს კატასტროფის ადგილზე). “Russian President Vladimir Putin on Thursday expressed his condolences.” (რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს).

( ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინას, გამოასწოროს შეცდომა და აღმოფხვრას ნეგატიური გავლენა ჩინურ სუბიექტებზე გავრცელებული სანქციების გამოცხადების შემდეგ).
სტატიაში არანაირი წყარო არ არის დამოწმებული, ან მტკიცება რაც დაასაბუთებს უკრაინის მიერ წარდგენილ სანქციებს ჩინეთის საწინააღმდეგოდ, როგორც სტატაიში ჩანს, უკრაინამ ეს ჩინეთის წინააღმდეგ იმიტომ განახორციელა, რომ რუსულ კომპანიებთან აქვს კავშირი, თუმცა ჩინეთი უარყოფს ამ ბრალდებებს, როგორც ეს ევროკავშირის სანქციების შემთხვევაში მოხდა, მიუხედავად ამ ყველაფრისა მაყურებელთათვის ამის არანაირი დამადასტურებელი საბუთი და წყარო არ არსებობს.

(ამოცნობილი იმედოვნებს, რომ პუტინის მომავალ ჩინეთში ვიზიტის დროს კვლავ შეხვდება). როგორ დადებითად ცდილობენ წარმოაჩინონ პუტინი, ფოტო პუტინთან ერთად არის გადაღებული და ჩინეთის მოქალაქე ისახება, რომელიც, როგორც სტატიის სათაურიდან ჩანს, იმედოვნებს, რომ სამომავლოდ კვლავ შეხვდება პუტინს.
„Now an adult, the man expressed in a personal statement that he looks forward to meeting President Putin again and warmly welcomes his future visits to China.” (უკვე ზრდასრული კაცი თავის განცხადებაში წერს, რომ იმედოვნებს პუტინთან კვლავ შეხვედრას და თბილად მიესალმება მის მომავალ ვიზიტებს ჩინეთში).“"I remember clearly, President Putin stepped past the armed police, lifted me over the railing, and kissed me on the forehead," Peng added.” (კარგად მახსოვს, პრეზიდენტი პუტინი მიუახლოვდა, გადმოიარა შეიარაღებულ პოლიციელებზე და მოაქცია ჩემკენ, და შუბლზე მაკოცა– დაამატა მან.) “"My decision to learn about Russia and later pursue graduate studies in Moscow was, in some way, inspired by that encounter," Peng said in an interview.” (გადაწყვეტილება, რომ რუსეთი შემესწავლა და შემდგომ მოსკოვში მესწავლა, ნაწილობრივ სწორედ იმ შეხვედრით იყო შთაგონებული,“ – ამბობს პენგი ინტერვიუში). He described the young Putin as "a kind, avuncular uncle" and said the unexpected encounter sparked his long-standing interest in Russia.” (მან პუტინი აღწერა როგორც „მომხიბვლელი, კეთილი ბიძის მსგავსად“ და დასძინა, რომ ეს მოულოდნელი შეხვედრა საფუძველი გახდა მისი ხანგრძლივი ინტერესისა რუსეთისადმი). სტატიაში კარგად ჩანს, როგორ თბილად მოიხსენიებენ და ახასიათებენ პუტინს, რათა შემდგომ მარტივად შეძლონ მაყურებელზე ზეგავლენის მოხდენა, პუტინზე თბილი მესიჯებითა და კომენტარებით, რადგან მკითხველს მის კარგ ადამიანობაზე ილუზია და წინასწარი განწყობა შეექმნას
ჩინეთის ინტერესების შეჯამება: ინტერვიუ ჩინეთის მკვლევარ აქსანა ახმედოვასთან:
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ გლობალ თაიმსის სტატიები საკმაოდ მიკერძოებულია და საიტის სათავეშივე ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ფოტო უყენიათ, რაც უკვე ქმნის სუბიექტურ განწყობებსა და სამთავრობო ინტერესებს გამოხატვის მცდელობას.
რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხის დაიგნორებას ცდილობენ. რიგ შემთხვევაში მცდელობაა - მეტად წარმოაჩინონ რუსეთის სიძლიერე და მშვიდობიანი ყოფა. ხშირად აღწერენ, თუ როგორ ტარდება სხვადასხვა ღონისძიება მოსკოვში, რასაც გლობალ თაიმსი სტატიებს უძღვნის, ნაკლებად ახსენებენ ზელენსკის ან უკრაინას, ძირითადი აქცენტი აქვთ ევროკავშირზე და მის საწინააღმდეგო განწყობების დათესვაზე. თუ სტატია უშუალოდ ომს ეხება, მაშინ იყენებენ ტერმინებს „უკრაინის კრიზისს“ ან „რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ კონფლიქტს“, რაც ინფორმაციის დამახინჯებულად და ცრუდ გადმოცემის მცდელობაა. პოზიტიურ ჭრილში მოიხსენიებენ რუსეთის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, პრეზიდენტ - ვლადიმერ პუტინს, სტატიებს უძღვნიან მის ადამიანობაზე ილუზიების შექმნას, აგრეთვე ხაზს უსვამენ ჩინეთსა და რუსეთს შორის ნორმალურ, სტაბილურ ურთიერთობას, თუმცა სხვადასხვა სტატიებში ირწმუნებიან, რომ ჩინეთი ომში მიუკერძოებელია, რაც მაყურებლებისათვის ძალიან დამაბნეველი და გაურკვეველია.
ასევე ქმნიან ინდოეთისა და რუსეთის მოკავშირეობის ილუზიებს, ამ შეფარული მესიჯებით, მედია ცდილობს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მაყურებლების მანიპულაციას, მათ მოტყუებასა და ფაქტების დამახინჯებას.





სამი მედიასაშუალების - იმედი, სეზონი, გლობალთაიმსი - შესწავლის შედეგად, ნათლად ჩანს, რომ ისინი ძირითადად საერთო ტექნიკებს იყენებენ ომის გაშუქებისას; სამივე მედია საშუალება რუსეთის დადებით კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს, მის ძლიერებასა და წარმატებულ ოპერაციებს უსვამენ ხაზს, ასევე ძალიან პოზიტიურად მოიხსენიებენ რუსეთის პრეზიდენტ - ვლადიმერ პუტინს; ამის პარალელურად კი, უკრაინას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენენ, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ცრუ ინფორმაცია ვრცელდება პრეზიდენტ ზელენსკიზე. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც ერთი მედია თავის სტატიებში არ ამოწმებს წყაროებს, კვლევებს ან იყენებს ოფიციალურ ლინკებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ სანდოობასა და ვალიდურობას.
სამივე არხი ერთნაირი მანიპულაციური ენითა და ჟესტებით ცდილობს ანტიევროპული განწყობების დათესვას საზოგადოებაში, რუსეთის წარმატებულ სპეცოპერაციებზე ხაზგასმით კი რუსეთს, თითქოს მსგავსი ძლევამოსილებით წარმოაჩენენ, რაც ზეგავლენას ახდენს მაყურებელზე და უქმნის არასწორ წარმოდგენებს. თუმცა, ასეთი გაშუქებული საერთაშორისო ვითარება დადებითი შედეგის მომტანია, როგორც ჩინური მედიისთვის, ისევე ქართული მედიისთვის, საკუთარი თუ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, რაზე პასუხისმგებელიც ქართული და ჩინური მთავრობები არიან, ამიტომ ცდილობენ საერთაშორისო არენაზე ერთმანეთთან დაახლოებას - მედიის მსგავსი გაშუქება და ნიუსებიც სწორედ ამ ყველაფერს ძალიან მარტივად ხსნის და ეხმაურება.

ავტორი - ანა სვანიძე
ნაშრომი მომზადებულია "მითების დეტექტორის ლაბორატორიის" ფარგლებში

